სიახლე

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად

გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ Dreame-თან ერთად - ინოვაციური ფუნქციონალის მქონე მტვერსასრუტები უკვე საქართველოში!

10 აპ­რილს სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Dreame Technology-მ, რო­მე­ლიც სახ­ლის ჭკვი­ა­ნი და­სუფ­თა­ვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლი­დე­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­რად­გი­ნა თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­უ­რი მტვერ­სას­რუ­ტე­ბის ახა­ლი ფლაგ­მა­ნუ­რი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის სრუ­ლი­ად ახალ დო­ნეს გვთა­ვა­ზო­ბენ.

თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "პა­რაგ­რაფ­ში“ გა­მარ­თულ მას­შტა­ბურ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე კომ­პა­ნი­ის უცხო­ელ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სტუმ­რებს გა­აც­ნეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში - რად­გან სწო­რედ ინო­ვა­ცი­ე­ბი გაძ­ლევთ ამის­თვის სა­ჭი­რო დროს.

სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ დე­ტა­ლუ­რად გას­ცნო­ბოდ­ნენ თი­თო­ე­უ­ლი მო­დე­ლის ფუნ­ქცი­ო­ნალს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო შემ­დე­გი ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლე­ბი:

Dreame X50 Ultra Complete - სი­მაღ­ლე­ე­ბი­სა და და­ბა­ლი სივ­რცე­ე­ბის და­სა­პყრო­ბად

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი რო­ბო­ტი-მტვერ­სას­რუ­ტი მოძ­რა­ვი ფე­ხე­ბით - Dreame X50 Ultra Complete - სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის სრუ­ლი­ად ახალ გა­მოც­დი­ლე­ბას გვთა­ვა­ზობს. ProLeap™ სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, მტვერ­სას­რუ­ტი ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხავს 6 სმ-მდე სი­მაღ­ლის ბა­რი­ე­რებს, ზღურ­ბლებ­სა და კი­ბის სა­ფე­ხუ­რებს. VersaLift™ ტექ­ნო­ლო­გი­ის მეშ­ვე­ო­ბით კი მტვერ­სას­რუტს შე­უძ­ლია გაწ­მინ­დოს სივ­რცე და­ბა­ლი ავე­ჯის ქვეშ - სწო­რედ ის არე­გუ­ლი­რებს ლი­და­რის სი­მაღ­ლეს, 8.9 სმ-მდე დაშ­ვე­ბით.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კა­მე­რა და LED გა­ნა­თე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მო­წყო­ბი­ლო­ბას იო­ლად იმოძ­რა­ოს ბნელ და ვიწ­რო კუ­თხე­ებ­ში. HyperStream™ ჯაგ­რი­სი მარ­ტი­ვად უმკლავ­დე­ბა 30 სმ-მდე სიგ­რძის თმას, ხოლო MopExtend™ RoboSwing ტექ­ნო­ლო­გია (მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი მოპი) ად­ვი­ლად ასუფ­თა­ვებს სივ­რცეს კე­დელ­თან 4 სმ-მდე და კუ­თხე­ებ­ში.

20 000 Pa შე­წო­ვის რე­კორ­დუ­ლი სიმ­ძლავ­რე ეფექ­ტუ­რად იწოვს მტვრის უმ­ცი­რეს ნა­წი­ლა­კებს, ხოლო 8 ერ­თში ფუნ­ქცი­უ­რი დოკ სად­გუ­რი სრუ­ლი­ად გა­თა­ვი­სუფ­ლებთ მტვერ­სას­რუ­ტის მოვ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის­გან. ფლაგ­მა­ნურ მო­დე­ლებ­ში კომ­პა­ნია Dreame Technology-მ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა მო­პის მოვ­ლის ფუნ­ქცია AceClean DryBoard™ სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად ასუფ­თა­ვებს და აშ­რობს მო­პის ზე­და­პირს, ხოლო სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, თვი­თწ­მენ­დი­სა და ცხე­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დით შრო­ბის შემ­დეგ ნად­გურ­დე­ბა მო­პის ზე­და­პირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის 99%. ამავდრო­უ­ლად ულტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბა, მტვრის კონ­ტე­ი­ნე­რის გახ­სნი­სას, ბაქ­ტე­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და­მა­ტე­ბით კი­დევ 99,98%-ით ამ­ცი­რებს.

  • Dreame H15 Pro Heat - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მშრა­ლი და სვე­ლი და­სუფ­თა­ვე­ბის მტვერ­სას­რუ­ტი ™ AI DescendReach რო­ბო­ტი­ზე­ბუ­ლი წყლის ამ­წმენ­დი მე­ქა­ნიზ­მით.

მო­წყო­ბი­ლო­ბა ად­ვი­ლად აშო­რებს ჭუ­ჭყს რთუ­ლად მი­სად­გომ კუ­თხე­ებ­ში და კედ­ლის გას­წვრივ. არ ტო­ვებს წყლის ლა­ქებს ია­ტაკ­ზე რო­ბო­ტი­ზე­ბუ­ლი წლის ამ­წმენ­დის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც მტვერ­სას­რუ­ტის მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - ჩა­მო­ეშ­ვე­ბა ან აი­წე­ვა.

Dreame H15 Pro Heat - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი მტვერ­სას­რუ­ტია მშრა­ლი და სვე­ლი წმენ­დის­თვის, რო­მე­ლიც ია­ტაკს წმენ­დს ცხე­ლი წყლით სვე­ლი წმენ­დის რე­ჟიმ­ში. წყა­ლი ცხელ­დე­ბა 85°C-მდე რაც ხელს უწყობს მძი­მე და­ბინ­ძუ­რე­ბი­სა და ლა­ქე­ბის 100%-ით მო­შო­რე­ბას და ია­ტა­კის იდე­ა­ლურ სი­სუფ­თა­ვეს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღა­სა­ნიშ­ნა­ვია Dreame H 15 Pro-ს თვი­თწ­მენ­დის ფუნ­ქცია. მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლია ჯაგ­რი­სის 100°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე წმენ­დის ფუნ­ქცი­ით (ThermoTub™). RGB სენ­სო­რის მეშ­ვე­ო­ბით რთავს წმენ­დის სამ სხვადხვა რე­ჟიმს და­ბინ­ძუ­რე­ბის ხა­რის­ხი­სა და ცხე­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დით შრო­ბის შე­სა­ბა­მი­სად . ყვე­ლა ეს პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა ხე­ლოვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტით რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ზე­და­პი­რის სრულ­ყო­ფილ წმენ­დას და არე­გუ­ლი­რებს შრო­ბის ზუსტ დროს.

აღ­ნიშ­ნულ მო­დელს ასე­ცე გა­აჩ­ნია ელას­ტი­უ­რი სა­ფხე­კი რო­მე­ლიც სწრა­ფად აშო­რებს ნარ­ჩე­ნებს ჯაგ­რი­სი­დან, რი­თაც და­ზო­გავთ თქვენს დრო­სა და ენერ­გი­ას.

მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თვა შე­საძ­ლე­ბე­ლია აპ­ლი­კა­ცი­ით, რაც გეხ­მა­რე­ბათ, ზედ­მე­ტი ძა­ლიხ­მე­ვის გა­რე­შე, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სახ­ლში იდე­ა­ლუ­რი სი­სუფ­თა­ვე.

H15 Pro Heat-ის შე­წო­ვის სიმ­ძლავ­რეა 22 000 Pa და შე­უძ­ლია იმუ­შა­ოს უწყვე­ტად 72 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. უნი­კა­ლუ­რი ფორ­მი­სა და ჯაგ­რი­სის წყა­ლო­ბით ეფექ­ტუ­რად აშო­რებს მტვერს ყვე­ლა­ზე რთუ­ლად მი­სად­გო­მი ად­გი­ლე­ბი­დან.

  • Dreame Z30

310 AW შე­წო­ვის სიმ­ძლავ­რე Dreame -ის ამ მო­დელს აქ­ცევს ყვე­ლა­ზე ძლი­ერ უსა­დე­ნო ვერ­ტი­კა­ლურ მტვერ­სას­რუ­ტად. Dreame Z30 ად­ვი­ლად ამო­იც­ნობს და ეფექ­ტუ­რად იღებს სხვა­დას­ხვა ტი­პის მტვრის ნა­წი­ლა­კებს, საგ­რძნობ­ლად ზრდის და­სუფ­თა­ვე­ბის ხა­რისხს.

ამას გარ­და მტვერ­სას­რუ­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია Dreame-ის უახ­ლე­სი ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მით HEPA 14 რო­მე­ლიც იცავს თქვე­ნი ოჯა­ხის ჯან­მრთე­ლო­ბას. აფერ­ხებს ჰა­ე­რის მე­ო­რად და­ბინ­ძუ­რე­ბას, იჭერს და აკა­ვებს ბაქ­ტე­რი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბის, რო­გო­რე­ბი­ცაა H1N1 და კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი 229E, 99,99%-ს, 0,1 მმ-მდე.

კი­დევ უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის მტვერ­სას­რუ­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია CelesTect™ Dual Brush Lighting გა­ნა­თე­ბით, რო­მე­ლიც გვეხ­მა­რე­ბა და­ვი­ნა­ხოთ მტვრის ყვე­ლა­ზე მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბიც ოთა­ხის ყვე­ლა­ზე ბნელ ად­გი­ლას, ნე­ბის­მი­ერ დროს. Dreame Z30 ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია რე­ა­გი­რე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სის­ტმით რო­მე­ლიც ამო­იც­ნობს და­ბინ­ძუ­რე­ბის ტი­პებს და ავ­ტო­მა­ტუ­რად ცვლის შე­წო­ვის სიმ­ძლავ­რეს. LCD ეკ­რა­ნი რე­ა­ლურ დრო­ში გვიჩ­ვე­ნებს სტა­ტის­ტი­კას და და­სუფ­თა­ვე­ბის შე­დე­გებს, იმი­სათ­ვის რომ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა შეძ­ლონ თან­მიმ­დევ­რუ­ლად აკონ­ტრო­ლონ და­სუფ­თა­ვე­ბის პრო­ცე­სი და ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე მი­ი­ღონ ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­დე­გი.

Dreame Z30-ის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა მისი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბა და სი­მარ­ტი­ვე გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ძლი­ე­რი აკუ­მუ­ლა­ტო­რის წყა­ლო­ბით მტვერ­სას­რუტს შე­უძ­ლია უწყვე­ტად იმუ­შა­ოს 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და და­ა­სუფ­თა­ოს 300 მ² -მდე ფარ­თო­ბი.

Dreame Z30-ის კომ­პლექ­ტშია 9 თა­ვა­კი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა მარ­ტო მყა­რი ზე­და­პი­რე­ბის და რბი­ლი ავე­ჯის და­სა­სუფ­თა­ვებ­ლად, არა­მედ მტვრის გა­და­საწ­მე­და­დაც. ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის­თვის მოჰ­ყვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი თა­ვა­კი ბეწ­ვის გა­მო­სა­ვარ­ცხნად, რი­თაც გრუ­მინ­გის პრო­ცე­სი ცხო­ვე­ლის­თვის ნაკ­ლებ სტრე­სუ­ლი და პატ­რო­ნის­თვის უფრო სწრა­ფი და კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა. მტვერ­სას­რუ­ტის კონ­სტრუქ­ცია ისეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ ფილტრე­ბის და სხვა დე­ტა­ლე­ბის წმენ­და და გა­რე­ცხვა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი.

 

  • Dreame Air Style Pro - სი­ახ­ლე თმის ეფექ­ტუ­რი და სწრა­ფი მოვ­ლის­თვის რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ფე­ნი­სა და სტა­ი­ლე­რის ფუნ­ქცია

თმის და­ვარ­ცხნის დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პრე­მი­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი: Dreame AirStyle Pro გთა­ვა­ზობთ 7 მაგ­ნი­ტურ თა­ვაკს. თი­თო­ე­უ­ლის დახ­მა­რე­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­კე­თოთ სა­ლო­ნის ხა­რის­ხის ვარ­ცხნი­ლო­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. სტა­ი­ლე­რი თმის ავ­ტო­მა­ტუ­რი დახ­ვე­ვით გან­კუთ­ვნი­ლია კუ­ლუ­ლე­ბის­თვის. Jet Reflux Effect ტექ­ნო­ლო­გია უზ­რუნ­ველ­ყოფს თმის თა­ნა­ბარ დახ­ვე­ვას. დახ­ვე­ვის შემ­დეგ თმა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ცალ­კე სტა­ი­ლე­რე­ბია ასე­ვე მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ნა­წი­ლის და­სახ­ვე­ვად.

კომ­პლექ­ტშია ასე­ვე და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თა­ვა­კი: ჰა­ე­რის ნა­კა­დის ხა­ზო­ვა­ნი გან­ლა­გე­ბის დახ­მა­რე­ბით ას­წო­რებს თმას, ანი­ჭებს მას ბზინ­ვა­რე­ბას და სიგ­ლუ­ვეს. ყვე­ლა ტი­პის თმის­თვის გან­კუთ­ვნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი თა­ვა­კი. თხე­ლი თმი­სა და მგრძნო­ბი­ა­რე თა­ვის კა­ნის­თვის - თმის და­სა­ვარ­ცხნი რბი­ლი მრგვა­ლი ჯაგ­რი­სი, შე­და­რე­ბით უხე­ში და ხვე­უ­ლი თმის­თვის - ჯაგ­რი­სი მარ­ტი­ვი ვარ­ცხნი­სა და თმის ღე­რე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბის­თვის. და­მა­ტე­ბი­თი მო­ცუ­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მრგვა­ლი ჯაგ­რი­სი. ვარ­ცხნი­ლო­ბის მო­ცუ­ლო­ბა და სი­ზუს­ტე და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჯაგ­რი­სის ფორ­მა­ზე.

სტა­ი­ლერს ასე­ვე აქვს ფე­ნის თა­ვა­კი. მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი ფენი და თა­ვა­კის ვიწ­რო კონ­სტრუქ­ცია ხელს უწყო­ბენ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის ნა­კა­დის წარ­მოქ­მნას და თმის სწრაფ შრო­ბას.

ფე­ნის სა­ხე­ლუ­რი და შე­სა­ნა­ხი ქე­ი­სი დამ­ზა­დე­ბუ­ლია რბი­ლი და მყა­რი ტყა­ვის­გან. გარ­და იმი­სა რომ ტყა­ვის სა­ხე­ლუ­რი უფრო სა­ი­მე­დო და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და­სა­ჭე­რად, ტყა­ვის ფაქ­ტუ­რა მო­წყო­ბი­ლო­ბას ვი­ზუ­ა­ლუ­რად კი­დევ უფრო მოხ­დე­ნილს ქმნის.

ეფექ­ტუ­რი მოვ­ლა და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე. უჯაგ­რი­სო ძრა­ვით აღ­ჭურ­ვი­ლი AirStyle Pro უზ­რუნ­ველ­ყოფს შთამ­ბეჭ­დავ სიჩ­ქა­რეს - 110,000 ბრუ­ნი წუთ­ში, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჩ­ქა­რებს რო­გორც გაშ­რო­ბის, ასე­ვე ვარ­ცხნის პრო­ცესს. მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტრო­ლის ალ­გო­რით­მი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად ახ­დენს ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­გუ­ლი­რე­ბას წამ­ში 300-ჯერ. ამის წყა­ლო­ბით, თმა და­ცუ­ლია გა­და­ხუ­რე­ბის­გან და ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბის­გან.

თმის სტრუქ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ხელს უწყობს ჰა­ე­რის ნა­კა­დის გა­მო­სას­ვლე­ლე­ბის არა­ხა­ზობ­რი­ვი გან­ლა­გე­ბა, რო­მე­ლიც თმას უფრო თა­ნაბ­რად და ეფექ­ტუ­რად აშ­რობს და ხელს უშ­ლის თმის აბურდვას. ხოლო ცხე­ლი ჰა­ე­რის თა­ნა­ბა­რი გა­ნა­წი­ლე­ბით მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს და­ზი­ა­ნე­ბის რისკს.

მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში. მო­წყო­ბი­ლო­ბას აქვს მარ­ტი­ვი გა­დამ­რთვე­ლი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის მყი­სი­ე­რი გა­დარ­თვა ცხე­ლი­დან ცივ­ზე. ეს ფუნ­ქცია იდე­ა­ლუ­რია კუ­ლუ­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სა და ხან­გრძლი­ვი ვარ­ცხნი­ლო­ბის შე­საქ­მნე­ლად. უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­ჭურ­ვი­ლია მოქ­ნი­ლი სა­დე­ნით, რო­მე­ლიც 37 °- მდე იხ­რე­ბა.

AirStyle Pro-ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ორ­მა­გი ფილტრი: შიდა უჟან­გა­ვი ფო­ლა­დის ბადე თმა­სა და მტვრის ნა­წი­ლა­კებს აჩე­რებს, ხოლო გარე ფენა იცავს მო­წყო­ბი­ლო­ბას თმის დაგ­რო­ვე­ბის­გან.

ახა­ლი AirStyle Pro-ს დამ­სა­ხუ­რე­ბით სახ­ლის პი­რო­ბებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ლო­ნის დო­ნის ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა უმოკ­ლეს დრო­ში - მარ­ტი­ვად, სწრა­ფად და და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­დე­ლე­ბი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია პარტნი­ორ მა­ღა­ზი­ებ­ში და ონ­ლა­ინ. და­ა­ჭი­რეთ ბმულს Dreame-ის ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *